ვზივარ და ვფიქრობ


ვზივარ და ვფიქრობ ჩემთვის.
მტკივა მარტოობა ახლა.
რავქნა გამიჭირდა ვერ ვთქვი.
შენი მიშველიდა ნახვა.

გითხარი მე წავალ არეულ ქუჩებით.
მე წავალ და ვივლი არ ვიცი როდემდე.
მე ხომ, ამ ყველაფერს ვერ გადავურჩები.
და მაინც მინდა რომ ლანდივით მოგდევდე.

მარტო მოლოდინი დამრჩენია.
თურმე ასეთია ბედის ირონია.
ალალ-თალალობა არ მჩვევია.
ალბათ მარტოობაც იოლია.

კედლიდან ნაცნობი ღიმილი მიყურებს.
დარდმა დამავიწყა სიმთვრალე, სიფხიზლეც.
ეხლა ვეფერები აივნის რიკულებს.
მე ასეთ სიცოცხლეს, გავცვლიდი სიკვდილზეც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი