აღარ მოხვიდე


აღარ მოხვიდე!! ცივი სიტყვები.
ვგრძნობ გულის კარი აღარ იღება.
აუნთებელი, მიკვირს სანთელი.
არ იწვის მაგრამ მაინც იღვრება.

რავქნა მომინდა შენი ნახვა და
მე აღარ მყოფნის მარტო ოცნება.
ახლა, რომ მართლა გიხილო კარგო.
არ გაგიკვირდეს, რომ მეკოცნება.

ვიცი, რომ აღარ მიმიშვებ ახლოს.
არ სიახლოვე მადევს ლოდებად.
ჩემს საფლავს ცივი ლოდიღა ამკობს.
მარტო ლოდინი დამელოდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი