მე ჩემს ცოდვებზე ამოფარებულს
მე ჩემს ცოდვებზე ამოფარებულს, მღრნიან საკუთარ თავზე ეჭვები. ხან ჩავთვლი ჩემს თავს გამოფხიზლებულს, ხან ისევ სადღაც, ხრამში ვეშვები. საკუთარ თავზე როგორ ვთქვ მტკივა, და დატანჯულმა თურმე ვიარე. როცა ამდენი თავად გატკინე. და ზუსტად იმ დროს ვერ მოგიარე. ანდა როგორ ვთქვა, რამე მეწყინა. როცა პირიქით შენ გაწყენინე. ძილი არ მქონდა მაგრამ მეძინა. შენ უძილობა დაგაწყებინე. როგორ უწოდო ჩემს თავს კეთილი. თითქოს სიკეთით ვაღწევ საწადელს. როცა შენს სახელს მოადგა ჩრდილი. მე კი სიცოცხლე მაშინ წამართვეს. მე ვერ შეგხედავ. ვერ მოვალ შენთან, არც მთლად ასეთი, ურწმუნო არ ვარ. ეხლაც არ ვიცი რა გზით დავდივარ. ისიც არ ვიცი ამ წუთას სად ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი