რატომ მიყვარხარ


რატომ მიყვარხარ, გინდა გიამბო.
დრო დასჭირდება ამ ჩემს საუბარს.
ვიწყებ პატარა ლექსით გიამბობ.
გაცნობიდანვე ვფიქრობ რა უყვარს.

მაკვირვებს როცა ჩემს აფეთქებას,
მშვიდი ნერვებით ახერხებ კარგო.
და გაბღუზულზე მერე ის მიყვარს.
ჩახუტებისას ხელს ძალით მამხოვ.

მიყვარს მაგ გულის ძგერა და სუნთქვა,
ნაზად რომ გიდევს ჩემს მკერდზე თავი.
რომ მოგეკვრები მე ზურგზე თუნდაც,
ან და პირიქით, შენც გიყვარს რა ვი.

მიყვარს გრძნობებში როცა  ვსველდებით.
როცა ხანდახან ღამე გვეყრება.
სიცივეს ჩვენი სითბოთი ვხვდებით,
და რომ სიბერე ვეღარ გვერევა.

მიყვარს როდესაც უჟმური სახით.
გაბრაზდებოდი შერიგებამდე.
და ისიც მიყვარს თუნდაც რამდენჯერ.
ამ სიყვარულში რომ გამომცადე.

იცი რამდენი რამ მხიბლავს შენში.
მე შენითი მიყვარს ეს ყველაფერი.
მიყვარს ისიც, რომ ყველაფერს მამჩნევ.
არ გეპარება შენ არაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი