შენ მარტოობა გინდოდა


შენ მარტოობა გინდოდა თავთან.
მე კი სიჩუმით თავთან ვისჯები.
შენ ახლა ვიცი თამაშობ ზღვასთან.
მე კი ხეების ჩრდილში ვგიჟდები.

არც ისე შორს ხარ ჩემს ოცნებებში.
ღამით ვარსკვლავი თავს ხედავს ზღვაში.
როგორ არ მინდა ამაზე ფიქრი.
შენს უნახავად დავსრულდე წამში.

რომ შემძლებოდა ყველაფრის ახსნა.
და თავის დროზე მეთქვა სიმართლე.
ვატყობ მე ის დრო ბნელში ვიცხოვრე.
ჩემთვის გვიანი არის სინათლე.

ჩაფიქრებული დადიხარ ზღვასთან.
ტალღები ყვება ქარს კივილებზე.
მე ისევ ისე მარტო ვარ თავთან.
ვსწავლობ ცხოვრებას შენს ტკივილებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი