ბოდიში
ბოდიში! წყნარი ნაბიჯები, მივდივარ, მკვდარი სიჩუმე, შრიალი ფოთლების, უაზრო სიტყვები “მიყვარხარ ძალიან” რჩება გულმოკლული ფიქრი და გრძნობები. ცრემლია ნეტავი, რომ მოდის თვალიდან? სიჩუმე გასკდება გული და აორტა, კბილებმა კბილები დაშალეს შეჭამეს, რაც იყო უეცრად ორმაგად გაორდა, გულწრფელად “ბოდიში მე წავალ” მთელი სხეულიდან სისხლის მდის წვეთები, ისევ დაბნეული სიტყვები: წავიდე, ახლა ვერც საკუთარ სხეულში ვეტევი, სხეულიში კიარა სამყარო ვერ მიტევს. ათას გზის, ათასი გზის, ათასი გზის ბოდიში, ვიცი ეხლა უნდობლობა გიტევს! სიცოცხლის სანაცვლოდ მოვკვდები ლოდინში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი