ხან მეცოდება


ხან მეზიზღება, და ხანაც მეცოდება.
საკუთარი სული კვამლში გაბოლილი,
ჩემი წერილები მაინც მეცოტება..
არანორმალურად, გიჟის შთაგონილი.

მგონი ამ ცხოვრებით დავიღალე,
კვამლი სიგარეტის ყელში ამოვიდა,
თუმცა ნამწვავები ბევრი დავითვალე,
კვამლთან ერთად ბოღმაც წამოვიდა.

ღამე უთოვია დილით გადაიღო,
ადრე თოვლზე უფრო წვიმა მამშვიდებდა.
ვფიქრობ ყველაფერი ისევ გადაიდო,
ვაი როგორ მინდა სიმართლის გაშიშვლება.

თითქოს პრობლემების მინდა გასაღება,
გადამწვარ მინდვრებს ყვავილები რთავდეს,
გითხრა ყველაფერი როგორც აღსარება,
ტყუილიც ისეთი სიმართლეს რომ გავდეს.

არაფერს მომიტანს ტყვილა ხეტიალი.
ესე არ ვყოფილვარ მგონი არასოდეს,
საკუთარ თავს უწოდე ბნედიანი,
ხვალ კი არაფერი ნეტავ არ მახსოვდეს.

ყველას არ სჭირდება თურმე შეცოდება.
ცოტა გაგიგებს და არა დანარჩენი.
მართლა საკუთარი თავი მეცოდება,
თვითონვე დავწერე ჩემი განაჩენი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი