წავიდე დროა


ვფიქრობ აქ აღარ მედგომება, წავიდე დროა,
მსურს პატიება გთხოვო, არ ვიცი,
თან ჩავიდინე იმდენი ცოდვა,
ვეღარც დავდივარ, მამძიმებს ტვირთი.

მიგროვებია სიცრუე და კიდევ ღალატი,
მივბაძე ევას და აკრძალულ ხილთან მივედი,
ვისწავლე ნიღბით როლის თამაში,
გადავიწურე ყველა იმედი,

დავკარგე ნდობა და გულწრფელობა,
სახეზე მადევს, ყალბი ღიმილი,
ვერ გავიაზრე საკუთარი გარდაცვალება,
ვერ დავაფასე სხვისი ტკივილი.

ესე ცხოვრების გაგრძელებამ დაკარგა აზრი,
მზიან ცხელ ზაფხულს საშინლად მცივა,
ამ რეალობის წინაშე დამდგარს,
ჩემივე ფეხით გათელილი სინდისი მტკივა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი