ღამის შვილის არეა


შავი ორქიდეა აღვიძებს ვნებებს,
ახალ სიცოცხლის სიზმრიან ძალას
ტყის სისხლით მთვრალი მე ვარ ვამპირი
წყნარად დიდებავ, ტყეებო წყნარად !

ჯერ არ გამქრალა ყმაწვილის გული,
ცისკრის ვარსკვლავად იშობა ზეცად,
სხვა ქვეყნის ალით გადაბუგული
შხამიან ბორკილს ვაძინებ , ვლეწავ !

წყევლის დამყვება ლანდი კაენის,
ცივ უდაბნოში მარტო ვღაღადებ
მწუხრი ჩიტივით გამოფრენილი,
როგორც გერნიკას შავი ნახატი.

ჩემს შუაღამეს ქებას აღუვლენს
ვარ ჯოჯოხეთი დაუსაბამოდ,
ერთი ობოლი მუსიკის  ღმერთი,
ვისთვისაც ქნარი არის მალამო.

ბუკეფალივით თვალს მიჭრის სხივი,
ღამის შვილი ვარ ნაკურთხი მთვარით,
ვით საოცარი მე ღამის შვილი
ბნელეთის ტყეებს თავს შევეფარებ ! 

სად ბეთჰოვენის სიმფონიების
განვიცდი უხრწნელ, წმინდა ნირვანას,
საიდან მოდის ეს სიძლიერე
ქვესკნელო მომეც პასუხი ჩქარა !

გულს დაუმჭკნარი ორქიდეები
ისევ აცოცხლებს ვით ციურ პოეტს
ქნარს ყველა ცოდვას მიუტევებენ
ასე ვამარცხებ ქვა სიმარტოვეს !

ეს ღამის შვილის არის არეა
სიკვდილო ნუთუ არსებობ კიდევ?
ჩემი მკურნალი ცეცხლის მთვარეა
და ცეცხლის ფრთებით მინდა გავფრინდე !

სადმე შორეულ გალაკტიკაში
სადაც სიკვდილზე არ ფიქრობს არვინ
ეს სუიციდის არის პლანეტა
და თვით მეხუთეც სიკვდილზე ღნავის !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი