არავინ გელის


არავინ მელის გვირაბის ბოლოს
სხვა ყველაფერი ბოდვაა სულაც
ებრძოლო უნდა გველსა და ბოროტს
და არვის უთხრა რამ შეგაძრწუნა

გეენაც მხოლოდ ცოცხლად გაწვალებს
გკორტნის და გკორტნის ვით ლეშს სვავები
გვირაბის ბოლოს არის ნაცარი
და მდუმარება გაუთავები

ბევრი ზღაპარი გამოვიგონე
ვგავდი მადევარს ქარის წისქვილის
მაგრამ სიცოცხლეს ვერსით მივაგენ
და დავრჩი ასე სასომიხდილი

არავინ მელის გვირაბის ბოლოს
მოკვდება სულიც  ჩემი  ცხოველი
დარჩება ლექსი ვით თეთრი თოვლი
სულის ეს ვნება დაუცხრომელი ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი