ნაზი სულის სიმღერა
პეპლის ფრთებივით სული ნაზია სხეული სუსტია როგორც ლერწამი მაქვს ზეციური მე ფანტაზია ჩაუმქრალ ალით მინდა ვეწამო ▪︎ ნაღვლიან ხეებს ქარები ლეწავენ ქარი იკმინება როგორც აფთარი ადამის მოდგმიდან გადახვეწილი და პოემების სისხლით გამთბარი მე ვეჭიდები კვდომის სიმწარეს უთანასწორო ბრძოლით დავლივარ კავკასიონი დახუჭავს თვალებს მთები მარადის მოჩანს სახლიდან მაწვება სევდა ტანჯულ მსოფლიოს მალე მოვკვდები პეპელას მსგავსად მთვარე აწამებს მონუსხულ სოფელს მე წასასვლელი არა მაქვს არსად ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი