სულის უხრწნელია


სული უხრწნელია როგორც პირამიდა
ქვებს ეფერება ნილოსის სისხლი
ყველამ მიმატოვა, ყველა წავიდა
მხოლოდ ანაა შორეულ  მიზნის

ჩუმი მოდარაჯე, ქარები კივიან
არა აქვს ტკივილს არსაით ნამუსი
უგულო სოფელი ჩემი ტკივილია
შეხვედრა სიკვდილთან უღონოდ მამუნჯებს

მზვერავს ანუბისი, ტურისთავიანი
ხილვა  მაწამებს ჯოჯოხეთური
ყველგან სასტიკი და ბნელი ღამე არის
ცდილობს განაქროს სიმღერა გედური

თუმცა უხრწნელია სული სამუდამოდ
ვით პირამიდები , უდაბნოს მტერია
სოფელს მოსცილდა შავი სუდარა
გამეფდა ლაჟვარდი, ჩიტები მღერიან ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი