მთვარე მფარველი


ვარ უძველესი მთვარის რაინდი
მისი ცხოველი ძალა მფარველობს
გადამეყრება როდესაც ბინდი
სიკვდილს ვაძინებ წყვდიადის გველო !

იცი თავად ხარ თვითონ სიკვდილი
იალდაბუთის წყევლაა ჟამი
არ დადუმდება პოეტის სტვირი
მეც კაენივით ვარ გამბედავი !

ვარ ახალგაზრდა , სიკვდილს ეძინოს
ვიყო ზღაპრული და უშორესი
ამ ქვეყნად სული ვერ დაეტიოს
ბოროტეულის დამარცხდეს გესლი !

ვარ ღამის პირმშო , სულით უდრეკი
მთვარე დამყვება საითაც წავალ
ზარები რეკენ, ზარები რეკენ
ღამის ქარები მიმღერენ ნანას  !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი