კავკასიონი


მთებს იანუსის რქები დაეჭდო
მეც იანვარის ღამის ვარ შვილი
ღრუბლებმა მთებზე დაყარა ვერცხლი
ეს სილამაზე კუბოშიც მიხსნის

ასე თეთრდება კავიასიონი
სად ამირანის გამკივან ექოს
პასუხობს გზანი, უნაპირონი
სული ჟამის ცელს არასდროს ეყმოს

ჭაღარა მთები, თოვლიან ვალსებს
უზიარებენ ალაზნის ველებს
ღამეა, ცაზე მთვარეა სავსე
და წვიმა მოსჩქეფს , ალმასის ცრემლი

ბებერი მთები ჩუმია მუდამ
პოეტის ვნებაც სიჩუმით ბორგავს
ვარსკვლავნი ელავს ცად კანტიკუნტად
პოეტის სულით ტკბება და ოხრავს

რქით იანუსი სიბნელეს აპობს
მისთვის საფლავიც არარა არის
პოეტსაც სურს  რომ გადაიკარგოს
ამ ნირვანაში უტკბესი ქნარით !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი