საათი საათს მტვერში მიჰყვება
დრომ სულ არ იცის მოღლა შენსავით საათი საათს მიჰყვება მტვერში ვით შესაწირად განწირულ კრავში ჯოჯოხეთია ჩამკვდარი შენში ! საათი ისევ მიჰყვება საათს ცას აღარ ახსოვს ასკეტის ლოცვა აღარ გაოცებს ფოთლების ვალსი ქარით ფენილი გფარველობს როცა გაგიტყიურდა ყოველი ფიქრი ცრემლი ჩაგიდგა ორივე თვალში ობი დაედო ღამეულ ნიღბებს შენ აღარ ცხოვრობ აღმაფრენაში ! დრო არ დაინდობს არაფერს ქვეყნად ერთადერთია თავად უკვდავი საათი საათს მიჰყვება მტვერში ბნელეთის ქარი თარეშობს ავი ▪︎ შენ ხარ სიზმარი მიწიერ ტრამალს ზღვებიც და მთებიც შენთვის არიან სანამ სიცოცხლე გაქრება, წავა სხვა გული გქონდეს მთვარის მანიაკს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი