საფლავი


საფლავზე ყვავის ნაზი სამყურა
ის ქარის ნანით აგრძელებს ტირილს
სურათი ქვაზე ზეცას გაჰყურებს
რომ დაიჭიროს სინათლის სხივი 

იქვე ეულად დგანან ნაძვები
როგორც შვილები მარადისობის
შორს ზარი ისმის ძველი ტაძრების
ქარი აგრძელებს ქროლვას მისნურად

მეც გადვიქცევი ერთხელ საფლავად
ვერ დამიცავენ ეს პოემები
ჩემი ცხოვრებაც გაქრება, წავა
მხოლოდ ანას გულს ვემახსოვრები !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი