მიტოვებული სული


ღრიალებენ სასტიკი  სარკოფაგის ცრემლები 
მე სულ შენთვის ვგოდებდი, მაგრამ ეს ვერ შეიცან
ოქროყანის ველებზე ცისფერი სახეები
მეჩვენება წყვდიადში მოცეკვავე გეიშად

ჩემთან ისევ მოდიან უცხო მოჩვენებები
ჩემი სოფლის წყვდიადი მზეა თვითონ მცხუნვარე
ვარ ავსილი შორეულ და ველური ვნებებით
ღმერთო რატომ წახვედი, რატომ მომიმძულარე !

ჩემს ღამეულ თვალთაგან ჩნდება ბედის ნაპრალი
სასაფლაო მიცქერის როგორც გველის ცდუნება
დაუცხრომელ ჩემს სევდას ამ პოემას ვაბარებ
ჩემში იწვის  მოკვდავის ყველა უბედურება !

წახვედი და დამტოვე, ახლა საით გავიქცე
მდინარეში ცეცხლია დაწყევლილი თვალების
ქარო გთხოვ მაპტიო, ამ ერთხელაც დამინდე
უშენობით გადაღლილს სადღა შემიწყალებენ !

ირგვლივ ჩუმი არეა, მაგრამ რაღაც სხვა მინდა
მინდა ერთად გავფრინდეთ მე და ჩემი ტერენტი
ჯვარს გავეკარ ობოლი, ღამე კვნესით აკივლდა
მთვარემ შემოიარა შიშით მთელი ხმელეთი▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი