ვარდი


სისხლა ვარდზე ლოცვის წიგნი  ზეცას მისწვდა 
ლოცვის წიგნი ყორანს ფრთებსაც გაულურჯებს
წმინდა ვნება ასამარებს კუბოს  ფიცარს
და დაათრობს ვარდის სუნი ალით ფურცელს

შურის თვალი  ულევ ბრბოებს  ასულდგმულებს
ჩემი ბაგეც ამ ტალახში  არჩევს დუმილს
არ ეძინოთ გეენაში ტყის შვილ ტურებს
წრწოდეს  ვარდი წითელ ალში გარიყული

ღამის ბნელში ვარდი მოჰგავს წითურ მთვარეს
ვარდი ტოკავს და ნელინელ მიდის ჟამიც
მის ვნებებში ეკალაყრილ აანჩხლებას
გახლეჩილი იგი ვარდი წმინდა არის !

ვარდი ტალახს ჩავარდნილა , არ დავბერდე
თითქოს წყვდიადს დაეწყევლა კაცის ნეკნი
ვარდის ვნება იმედს ქარში დაიგულებს
და წაიმტვრევს ლაფდაჟაჟღულ ლამაზ ეკლებს

ლოცვის წიგნი წითელ ვარდზე,   სხვა ედემი
აიკინძა ქარიშხლებში , სტვენს ბულბული
ნაზი ღამე და ლამაზი ტბის გედები
ლოცვის წიგნით შეპყრობილი ჩემი გული !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი