ენისელის დატირება


შანდალში ნელად ბჭუტავს სანთელი
დღეს სიზმარია შენი სახება
ყოფნა ვერაგი, მწვავს ჟრუანტელი
მკვდარი არასდროს აღარ აღსდგება !

მიწამ დახარა თავი მოწყენით
ხეები ქრიან , სძინავს ყაყაჩოს
ვეღარ ვნახულობ ბარათს მოწერილს
გრძნობებმა ლამის მომკლა , დამახრჩო

მიწად ჩაგძირეს ოქროს კუბოთი
სად ხარ ენისელ , საით გაფრინდი
ზღვად მარტოდ შენზე ცრემლი დაგუბდეს
ენისელ ქარი უშენოდ მღლიდეს

აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი
ენისელ შენც კი ჩაბარდი წარსულს
ღამემ ჩაიცვა სუდარა შავი
და ვარსკვლავები შენს საფლავს დასვა

რომ მოიგლოვონ მშვენიერება
და შემდეგ სადღაც წყვდიადში გაქრნენ
ვდუმვარ ენისელ, არ მემღერება
სანთელი ნელად დაიწვა სარკმელს ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი