ტყიური სისხლი


ტყეს გარიჟრაჟი ისევე ერთვის
ვით ბრმას ნათელი თვალში ნაპარი
ხედ ნაქცევ დაფნეს ცრემლია ტყეში
ვით ჩაქრობილი ცისკრის ლამპარი

ტყეს მხოლოდ მთვარის რონინი უყვარს
მარადის არის ბნელით მშიერი
გააჩირაღდნებს მთვარე ტყის წუხილს
მას თავის ტყავში გააძლიერებს

ვით იძანაგის ნაჩუქარ სარკეს
ჩემი შიშების ბზარი დაეტყო
არ ვიცი რა მაქვწ ბნელთან საერთო
მოკვდავი ვჩივი ღმერთისგან ნაკბენს

თვითონ ვარ დაფნე ფესვად ქცეული
ტყიური  სისხლით გაწამებული
ღამის კოშმარით ცა დაქცეული
ჩემი სახეა  გაწვალებული

ტყეში გოდებენ ისევ ფრინველნი
ურჩხული ბედი მე მაქცევს მწერად
მაინც დაღლილი და საკვირველი
სულში დავიტევ ჩუმ ვარსკვლავთცვენას ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი