აისი


მიწაზე თითქოს ხორბლის სუნია
მატარებლიდან ვდგავარ ვაგზალთან
ხეები ისე გატრუნულია
სულს ვერაფერი ვეღარ გაბზარავს

მზე იწვერება, არის რიჟრაჟი
მზე იწვერება, ჩიტები ჟივიან
ეს მელოდიები, ცოფივით გიჟმაში
ზამთრის ღამესავით სიკვდილზე ჩივიან

ლაჟვარდმა შთანთქა მოწყენილობა
ღამენათევის სევდის მიზეზი
და მენატრება ქარი, გმირობა
და იკაროსის აღდგომა მზეში ▪︎▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი