სიბილ ვეინის დატირება
გულისთქმა ჩემი მგლოვიარე არის მისნობა წყლის ხავსებშია გადახრწნილი მისი ლეგენდა ცრემლი ერევა ხორცში შთანთქმულ მარადისობას მთვარე ცივ ტბორში ატივტივებს სიბილის კენტად ▪︎ არს დორიანი, ცოდვის შვილი ცივი თვალებით თითქოს ზედ აწევს ლამაზ ნაკვეთებს ცოდვის ლოდები მდინარის ტბორზე გოლიათი ცივი მთვარეა და როიალი სიბილ ვეინს კრძალავს გოდებით ▪︎ დაუჩოქებლად ატირდება წყალთან ტირიფი ნაზი ბაგენი არყოფნაში დამუნჯდებიან სიბილ ვეინი, დამარხული აკლდამის ნიმფა სიკვდილს მოუცავს, ავს და სნებიანს ▪︎ პოეტის სული, ტიტანური ქალწულს იგლოვებს გრეის პორტრეტი სევდიანი, მახინჯი მარად სიბილ ვეინის მოლანდება, უმწიკვლო სულის შავ წუთისოფლის დარაჯად მდგარა ▪︎ როს ატირდება ცაზე ვარსკვლავი ქალწულის ლანდიც ჩვენში სახლდება თუ სიყვარული ჯვარზე გაგაკრავს სიცოცხლეც კვდება, ატალახდება !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი