შავი ვალსი
შავი ბახუსით ველტვოდი ვნებებს ძველ დარბაზებში ვალსი ვენური მზე აილოკავს ნარცისის ტერფებს ცისკარს შეიჭრა ლეონგრინის უვერტიურა გაბადრულ სახით თავს ვუმონდები ქოფაკ ვარსკვლავის ნაზი ტრფიალი მოხუცი ძვლების ლანდით ვღონდები ტყემ გამოძერწა მსუბუქი ნიავი გიჟი სევდა მსდევს ვით ლორდ ბაირონს ავგუსტას სახე გრძნობას აკვდება ცის სარკმელები გადმოხეთქს მირონს და უცებ ყველგან შემოღამდება მე გამაოცებს მკრთალი პიეტა ნისლად შობილი მოგვების ჯადო მთვარე ცის თაღზე ჯაჭვით მიეკრა რომ ღამე ეშმას სიზმარით ვღადრო !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი