ლალის მუმია


ტყე შეინახავს ლალის მუმიას
დიდი ხნის წინად დაღუპულ ვარსკვლავს
ტყე ყველასაგან გარიყულია
ბებერი სარკოფაგი,ვარსკვლავის საფლავი▪︎

ფოთლები წვიმით გაჟღენთილია
სისხლის სუნი აქვს ტყეებში ზამთარს
აქ დატირება კოსმიური ძალზედ ხშირია
ძალზედ ხშირია მგლოვარი არფა ▪︎

ძვლებში მოვარდნილი სუსხის კანკალი
მე სიკვდილივით მაწამებს , წმინდანს
ტყე ლალისფერი მუმიის საფლავი
და გალობანი ნაკურთხი ციდან !

ტყემ დაიძინოს, ტყემ თვალი ხუჭოს
ბნელი დიდება ოცნებამ ცვალოს
მაღალ ჩანჩქერში სული გაყუჩდეს 
და სევდა ჩემი გარდაიცვალოს !

დაწყევლოს მიწამ თავად სიკვდილი 
იალდაბუთის შობილი ნაპრალი
და მონაზონი კიპარისები
ჩუმი დარაჯნი ვარსკვლავის საფლავის▪︎

რა ქნას ამ სულმა რომ მოკლას ხორცი 
ტყის ნიავების მუნჯი ოპერა
ცხრათვალა პეგასის გოდება მორჩეს 
სისხლით დავწერო ღამით სტროფები ▪︎

ალაზნის ბნედაა შორი ტაძრები
ვარსკვლავი მუმია, სიბნელე ჩუმია
სიკვდილის ცეკვას ვერ გადვურჩები
ცას ცხოველური მთვარის შუქია ▪︎

ფოთლები ცვენილი, მიწას მიმპალი 
ზღაპრულ მწვერვალზე კივილი ამირანის
ტკივილი, ტკივილი შორით მოფრენილი 
ვით ლალის მუმია მეც გადავიღალე

ცხრათვალა პეგასით დავფრინავ ეული
რაშის თვალებში წითელი ალია
 წითური ფოთლები სისხლია დანთხეული
და ჩემი თვალები, მშიერი გალია !

ცის მონაზონი , ტოკავს კიპარისი
მიწად ვინც ეწამოს იყოს ნეტარი 
ვარ რა ამირანი, არწივო გამიშვი
ზამთრის მზე მიმოზა, სისუსტის ცხედარი !

კვნესის ვიოლინო, ცეცხლი ეკიდება 
სტანჯავს მუსიკას მაქციის ნაკბენი
მძინარე მუმია, ვარსკვლავი დაღუპული
ცხრათვალა პეგასის ფიქრია ნაფრენი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი