მძინარე ტაძრები


მეცოდებოდნენ  მძინარე ტაძრები
თეთრ ღამეებში, ლალიან მთვარეში
მონაზონ კიპარისებს ქარები არწევენ
ჟრიამული აქვთ ჩიტუნებს ყანებში ▪︎

მაყვლის ბუჩქს ცეცხლი როს წაეკიდება
ვიწვი ვით მოსე  კოცონით შეპყრობილი
მაგრამ ამაოა, დუმილით ბინდდება
ცრემლებში დნება ღამე , თბილი ცვილი ▪︎

კვლავ ჩიტუნების ჟრიამულს ვისმენ
პაწია გულებიდან სტვენას სევდიანს
ავიხედები ვეება ცისკენ
სად მნათობს სძინავს, ცივს და ბნედიანს ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი