რიჟრაჟის მზის სხივი
დამჭრის უნდობრად რიჟრაჟის მზის სხივი გული მაქვს ლამაზი, სიცოცხლით მჩქეფარი მომწყინდა ფიქრების მჭამელი სიბნელე მზით მირონცხებული ხალხს გადავემალე ჩემს გამოქვაბულს დიდება შენატრის ეგვიპტურ სასწორზე დევს ჩემი გული დაღონებული ათასფერ თეატრით და ისე ნაზი როგორც ბუმბული ველური ჰანგები, ბროლის წყაროსთვალის სიკვდილის შიშით ღამე ღრინავს ცელი ჩემი სიხარული, ფსალმუნთა გალობანი რომელიც დაახშობს ბრბოების ღრიანცელს სდუმს ედელვაისი, მღვიმეთა სინათლე ცათა სარკმელნი გაიღო, გაწვიმდა მოხუც მზეს უღონოს, ტყეები მიათრევს მწუხარე ლოცვაში ეს გულიც გაწვრილდა▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი