უნგრული რაფსოდია


თითების ლაბირინთით იწვის როიალი
უნგრული რაფსოდია ჩამესმის ტიტანური
თითქოს სატურნი ჭამდეს გოიას
მთელი საუკუნის ცოფი ღვარული

გადმოხეთქს ჩანჩქრებად, უკრავს ლისეტსა
მზის დისკო მოცეკვავე ტატნობზე გაინაბა
სახე ღამეული, ბნელი და ფერმკრთალი
ჰგავს არყოფნისგან გადაღლილ ზღაპარს

მუსიკაც ღამისკენ მიიწევს ჰანგებით
ნაზი ვარსკვლავების მზიური ტახტია
მწუხრის სიჩუმეში ფანტომი გავქრები
და კლავიშებზე ლანდები დახტიან

გრიგალის სვეტად ვარ უდაბნოს შობილი
და სანთლით ხელში დავეძებ სიმართლეს
მე ცხოვრებისგან განმდგარი, დაგმობილი
შავი უფსკრული ჭაობში მიმათრევს

უკრავს ლისეტსა შიშის აკლდამაში
დაკრული რაფსოდეა , ნიჭის აპოგეა
მომწყინდა მე ყოფნა ჭუჭყსა და განავალში
და მთვარე მაოცებს ცის თაღზე გაპობილი!

მთვლემარე ჭინკები, ლისტის აფეთქება
და ჩემი პოემა, მუსიკა პარნასის
ცივ სიჩუმეში ორივე ერთდება
და დგება წუთები, ხისტი და ლამაზი ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი