გრიგალი ზეპელინის
თითქოს მთის წყალი გადმოდის ხმიდან ცის საფეხურები ნაზი და წმინდა ლედ ზეპელინი მუსიკის რენესანსი სხვაგვარ დიდების სიღრმით ამავსებს მათი გრიგალი მომსდევს ბავშობიდან და არასოდეს იგი არ მომწყინდა გიტარა ბროკენის მწვერვალებს ედება ტბაზე უკურნებლად იმღერეს გედებმა ციური მუსიკა ამ სულის მალამო ღამეში მთოვარემ სული რომ განაბოს სტიქია ნამდვილი, ტრიუმფი ღვთიური ფოლკლორი კლდის მწველი, ვნება ტყიური დრამი და გიტარა, პიანოს სიზმარი და ხმა დიადი, ზმანება მთის წყალი ისევ ჩემთან არს გრიგალი ზეპელინის მწველ სიყმაწვილის ჟრუანტელი მივლის !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი