ტკივილის ბორბალი


ბუდას გულზე აღბეჭდილი მზის ბორბალი
იცავს გაუტამას ბნელისგან სვასტიკა
მზე მთებს ამოჰყვა, აგვისტოს ხორბალი
და ბედი ობლური გულს გამისასტიკებს

ხილვებში გაუტამა სიზმრების პრინცია
მე კი გველისგან ნაწამი ბურანი
ტყეებში სიცხისგან ფიჭვები იწვიან
იფრქვევა თვალიდან  ცრემლების ცუნამი

შენ მზე არ გეღირსოს, მიწაზე იხოხე
ვით მიწის მუშაკი, წყეული კაენი
რიღასთვის მოელი ბედნიერ სიცოცხლეს
თუ ტრაგედიის ჯაჭვებზე დაები !

სული ასკეტი დაობდა, გაიხრწნა
დაგეხა ბავშობის უმწიკლო სტიქარი
პოეტზე დაღონდა, მზემ ბაგე გაიხსნა
დამიწვა ლოცვისგან მახინჯი შიგანი

თუმც მზეც და მთვარეც უბედურია
მნათობთა პარაკლიის არა აქვს პასუხი
მიწაზე სულ მეფობს ღმერთების დუმილი
სიკვდილი კაცის სისხლისგან გასუქდეს

ზარები რეკენ , პოეტის მუსიკა
სულ სხვანაირი დებოშით იკბინება
თუნდაც მოვკვდინდე წამებით უსიერით
ცის ვარსკვლავები დამეცეს გვირგვინებად!

ფიქრებს ფანტასტიკურს კუბომდე გავყვები
ჩემზე უმზეო, უღრანი ტყე ტირის
ბუდა სიხარულის პრინცია, ცად მღერის
ჩემზე კი იგლოვებს ქვის სვეტი მენჰირი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი