ზამთრის ჩიტი
ზამთრის ჩიტი ზამთარს შემკვდარი ნაზი ჩიტუნია ჩემი პოემების მწველი ლიტურგია გოდებით ვუმღერი ზეცის საფეხურებს დღეები ულექსო მკლავს და მაველურებს ზამთარს დაღუპული, მზის ჩასვლა ჩიტის ჩემს სარკმელებთან ჩამოწვა ბინდი ბედიც ტალახივით ცივი და შავია მწარე ქარიშხლები ბნელიდან ბღავიან პირქუში გზებით მატარეს ქარებმა არ არის სიყვარული, არ არის შებრალება არის ქაოსი და ქვესკნელის არითმია ყოფნის სიხარული ლექსისთვის დამითმია სიზმარი შემზარავი მეწვევა გვირაბიდან ეს სული მგლოვიარე არის პირამიდა ჩემს სახლის კედლებზე დუჟი და ცოფია ჩემი მწარე ყოფნა ცოდვის ნაყოფია მეც ზამთრით მკვდარი პაწია ჩიტი ვარ სიცოცხლევ ტანჯული საფლავში მივდივარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი