მშიერი მელოდია
კაენს ბრჭყალმაგარ თითებით ჰკაწრავს კანს აცლის ღამე ცოფმორეული მარადჟამული ტრაგიზმის განცდა მეც ღამე მტანჯავს, ვმღერი ეული რაკრაკებს ნაკადული, შხამი ჯოჯოხეთის უტკბილეს ჰანგებად ძილგაკრთობილი მშიერი სტროფები, გალობა ასკეტის კაენის ჩვენებაც ამ ჰანგზე ტირის კვნესის ვიოლინო გულისწამღები ელდის ცახცახით თრთის კიპარისი ზაფხულის სიცხეში ჰაერის ამძაღება რჩება და დგება ანკარა დაისი დგება საღამო, ნათელი, მოლიცლიცე ქარი აღრენილი, მარადჟამული შავი ვალსი აქვთ შორეთში ტყის ნიმფებს ცეკვავენ ნიმფები ყოფნის სიხარულით სამარე ბნელ სოფლის მონობის უღელი და ჩემი სული სიზმარის ზვარაკი თავიდან ვიბადები მშობლიურ წუხილში სად ღამემ წარმოშვა ღრუბლები ტალახის ნაზი ტყის მერცხლების ჭიკჭიკი ამურის ჩემი ტკბილხმოვანი საგალობელი ვარსკვლავთა სიშორის მუსიკა ამამღვრევს სდგას კავკასიონი ჭაღარა მშობელი მთვარე მოლაპლაპე ცეცხლის კოცონი ჭრილობებს მიშუშებს, შემინდე, შემინდე და წვიმის წვეთები თეთრო ბროწოლი სამყაროს ექსტაზში გიჟივით შემითრევს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი