მზის ცრემლი ალმასი


ცრემლია ალმასი

ამოიწვერა მზე რა ქარვაში
მზის ცრემლებია ობოლი ალმასი

სული ვარ ანდროგენის, ცას ზღაპარს ვუგალობ
რად დამივიწყე სიცოცხლევ , უფალო ! ?

ციური სილამაზე დამყვება აკვანიდან
ბავშობამ ტკივილებს მცირე ხნით განმარიდა

შემდეგ შევეზარდე ბრმა ხახას ქვეყნისა
დევნილს კაენივით ბედი არ მეღირსა

ჩემშიც ცეცხლს ანათებს თვალები კაენური
ამბოხის უფსკრულში წამებით გაელვება

ვით გველი სქელ ბალახს ჩავწვები, მივიძინებ
სად არის ჩემთვის ნეტარი სიცოცხლე ?

ვარსკვლავებს დასტირის მზის ცრემლი ალმასი
დამთავრდა სიცოცხლე, სიცოცხლე ლამაზი

ცათა სარკმლენი გაიღოს , წარღვნა იყოს
წარღვნაც ჯობია ცივ საფლავის ლოდს

მზის გვირგვინია  ცად ცისარტყელა
ვიშობი და ვქრები ერთ წმინდა ფანტელად

ვარ რა ანდროგენი , მზის ცრემლით განაწვალი
ეშმას ქარიშხალი სულს უგრო გაამწარებს

სიკვდილთან მტრობაში დავიწვა ფარვანა
არავინ იყოს აქ ჩემი მფარველი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი