უაღდგომო აპრილი


უაღდგომო აპრილი

დაიღრიალა ველურის ხმით ქარმა ქოფაკმა
ნუ შეშინდები ცბიერ ჯურღმულით
ხმა გაიკმინდე ავსულო ქარო
ვმღერი ვით ვარდზე ნაზი ბულბული !

ბრაზით დამხრჩვალი მწყემსობდეს ქნარი
შმორიან ჭაობს, გულგრილ ქვეყანას
მე მიწა ვერა, ვერ შევიყვარე
ცხოვრება სამტროდ გადამეყარა !

ვარ ცხოვრებისგან პატივაყრილი
გადახვეწილი ანას ტფრობაში
უაღდგომოა ყველა აპრილი
ტიტანის ფრთები დამრჩა ხსოვნაში !

თავჩაქინდრული მთები მაღალი
ჩემზედ ფიქრობენ დუმილში მუდმივ
გონება ხშული შავი  სამყარო
მე ვით პრომეთე ცეცხლების ქურდი !

ფერი გამიკრთა , ზიზღს მგვრის სიკვდილი
სიმღერა ჩემი ანგელოზის საყვედურია
ცრემლით ნაწამი ცად მთვარის სისხლი
ღმერთების დასზე გაბედულია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი