ღამის ჯვარი


არსებობის წყვდიადი გულზე შემოჯარული
სევდის ტყვე ვარ მარადი, დამეხსენი ვაებავ
არ მწყინდება აროდეს უტკბილესი გალობა
მთვარე ჩემი მეგზური ხეთა შორის გაება

ჭალას იოსაფეტის განმიკითხეს ლანდებმა
პოეზიის ჯვარზე ვარ სამუდამოდ გაკრული
მკაცრი ბედის წინაშე სული გამიქვავდება
მეტრფის მთვარის სონატა ბეთჰოვენის დაკრული

ვარამის ტყეს გოდებენ ხედნაქცევი სულები
რომ მოვკვდები საფლავი ჩემი ვერხვის კანია
ღამეს შემოესია ვარსკვლავები ხურვებით
ღამემ როგორც ვამპირმა ჩემი სისხლი დალია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი