განწირული ფრთები
ცეცხლის წვიმისგან დასეტყვილი ჩემი თვალები გადახურებულ ვარსკვლავებს ჰგვანან რექვიემების რეკენ ზარები რეკონ ზარებმა სანამ მეც წავალ მართალი გრძნობით ელდანაკრავი ეტლით მზეს ვდევნი ვით ფაეტონი მინდა რომ ჩემი ობოლ საკრავით ქვადქმნილი სულით მზეს გავეტოლო მდევნის ურჩხული წაბილწული ქვეყნიერების მაჟრჟოლებს მუდამ სიკვდილის შიში ცისფერი რაშით ცის ეტლს ვაჭენებ ცისკრის ნათების სიმღერად ვიშვი ქრება სანთელი , კვდება სანთელი დნება თოვლივით ფრთები იკარეს ჩემი სიცოცხლე და ჟრუანტელი და დრო რომელიც გადამიყვარებს პირშექცეული ღმერთების დასებს მგავს ჯიოკონდა უკვდავ ღიმილით ჭრილობა ჩემი მთვარეა სავსე ჩემებრ რომ იწვის ღამის ტკივილით !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი