ჯალათი კუბო


ეკლის მტვირთველი სული კაენის
არის უმთვარო ღამე, სნეული
დრო არის ჩემი სისხლის დალევის
მთები დამნათის დამწუხრებული

ბედდაწყევლილი ჯალათი კუბო
სად ჩასვენდება ოდესღაც ნეშტი
წვიმა, ცის ცრემლი გადმონაჟონი
სახეს მილოკავს სევდიდგან შეშლილს

არ დაიღუპო ქვეყნის შხამის სმით
კიპარისნი, ტყის ობოლი კელაპტრები
მათი   ვედრების დავიჭერ ისრით
თეთრო ღამევ შეგნატრი და მენატრები !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი