ჩემი ბედისწერა


ჩემი ბედისწერა ცისკრის ჩაშავება
არის ნელი სუნთქვა ღამით ნაზი პეპლის
არ მინდა არავისთვის რამის დაშავება
ჩუმად  ღვთაებრივი ცეცხლით დავიწვები

ტკბობა განდეგილის, ყინვა მღვიმეების
არ არს წალკოტი და არ არს მოსვენება
საკუთარი  გოლგოთის ჯვარი მომინელებს
და ფიქრი დამღუპველი, კუბოს მოჩვენება

სულის  მოლბერტია დიტეს კაეშანი
დროში არ გავქრები, მოვკალ დავიწყება
მიწას ღამესავით ფრთებად გავეშალე
სოფლის სიჩუმეში ვღერი ნავის წყლებთან !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი