ცისფერი ფირუზი


მთვარე ცის თაღის ყვითელი ამულეტი
ჩემი პოემების ეკლის გვირგვინია
ვენერა ნიჟარაში ვერცხლის საყურეთი
და დიტეს დემონები ხილვებში იცინიან

ნარცისის სისხლის გუბე დროის ხუნდებია
სულით უცოდველი დროით ვმახინჯდები
წლები ბნელ სოფელში აღარ ბრუნდებიან
მწარე შეჩვენება ღამე დაღლილ ჯვრების

სულის ამაღლება არის უტოპია
როცა არვინ არის ქვეყნად მეგობარი
ურჩხულს ცრემლის ტბაში კლანჭი უტოპია
ცრემლიან ტაძრებმა გლოვის რეკოს  ზარი

ოღონდ არ შეშინდე ზეცის ოქროს ბიჭო
რეკოს ცრემლის ზარმა, რეკოს გამეტებით
სიკვდილი ვერ გამონებს შავი და უნიჭო
შენს კუთვნილ ორმოშიც ვეღარ დაეტევი !

სანამ ანა ცოცხლობს შენაც გიხაროდეს
სხვა დანარჩენი არის ილუზია
შენი ტრაგედია, ობლობა, სიბრალული
გრძნეულ სიყვარულის ცისფერი ფირუზია ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი