მარადიული ბავშვის სევდა


პატარა ბავშვი ვარ , სიზმარი ლოტოსის
სიბრმავე ჰომერის მიმღერის დიდებად
და შემოდგომის გაყვითლულ ფოთოლში
მიწისგან უშორეს გაფრენა მინდება !

მე მიწა არ მიყვარს, ფიქრები მაშინებს
ცეცხლის ენებით დემონი ვიხილე
ადამის მოდგმა მუდმივად დასჯილი
და ჩემი ქურანიც ეულად ხვიხვინებს

სად არის ცხოვრება ლაღი და ლამაზი
მუდმივ ბავშვს ცხოვრება სასტიკად აწამებს
ჭინკებით აივსო გოდების დარბაზი
მუსიკის უფსკრულით საშოში გავწვალდი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი