მაყვლისფერი ღამე
ცოდვის ტრიუმფში ვდევნი წყალობას ყვითელი მთვარე მაყვლიანში არის გავსილი იისფერ ჩიტის ელეგიურ დტრვინვას, გალობას ზეცა აკურთხებს სიხარულის ცრემლით აღვსილი ! კმარა ტირილი, მონატრებით ვიწვოდე ანას ჩემი ცრემლები ზღვის ტალღებმა ზვირთებით ჭამეს ღამის მძევალი ვარსკვლავები ცის თაღზე წვანან და მონასტრები ზარის რეკვით ათევენ ღამეს მონასტრის ფრესკებს მარტოობით ყელგამოჭრილებს ფიქრში დამწვარი მკვდართა ძვლები კუბოდან ღრღნიან დაღუპულ ჩონჩხებს ესიზმრებათ ზამთრის სიცივე მკვდრების სიზმრები მარტოოდენ პოეტებს ღლიან ! ჩვილივით სძინავს მაყვლისფერი ღამის აკვანში ჩემს დაღლილ თვალებში ჩაკარგულ დაიმონებს კვლავ ანას მოველი ჩემ სოფლის საკანში ნამდვილ სიყვარულს დრო ვერ დაიმონებს! მშვიდობობით ! გაქრნენ მეგობრები, წლებმა ჩაყლაპეს როგორც ფოთლები შემოდგომის ქარებმა ჰყარეს ასე მისდევენ შემოდგომას ქარები ქარებს და მე ვერავინ ანას გარდა ვერ შემიყვარებს ! სულში შემოჭრილ ამ სინათლეს მუსიკად ვაქცევ ნაზი ლერწმი ბნელ ხილვაში ვნებით იტოკებს ქარად ვიქცევი და ლამაზმან ვერხვებს წავაქცევ ტკბილად იძინეთ ვარსკვლავებო, ღამევ მშვიდობით ! შენ სიყვარულო ცხოველმნათო მომეცი ძალა სხვა ელვის ძალა, რომ შეშურდეს თვით იუპიტერს გთხოვ არ გაყინო ნაკადული, ეს სისხლი არა მოკვდავის ყველა საყვედური ლოცვებად მიტევს! შემოდგომაა ყრუ და ნაზი, ყვითლდება მიწა მიწას ადნება სანთელივით ფოთოლთა ჯარი თუნდ ვარსკვლავივით სიმღერაში რომც გადავიწვა ჩემი სახელი არასოდეს იქნება მკვდარი ! ჩიტივით ვფრენდე სიყვარულის ისრით დაჭრილი სისხლმა იდუღოს ვით ეტნის ლავამ სიცოცხლის ცოფით ვარ ცაში გაჭრილი მიწაში ანა არასდროს წავალ ! ღამეა მაყვლისფერი, ნაზი და დიადი ყვითელი მთვარე კრთის და ყვავილობს ცისკრის ანგელოზი წითელ ფრთებს მიათრევს რომ ღამის სიჩუმე თავადაც გაიგოს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი