დასასრულის აგონია
მოხუც მამაში პოეტის სულია ჩემთვის მის მსგავსად აქ არვის უვლია ხშირად მარტოსული დუდუნებს ბალახთან მას ბრძოლა ერგუნა სოფლის ტალახთან მწველი ოცნებანი დრომ თითქოს წაიღო მეშინის, სიბერის სარკმელი გაიღო სითბოა ხელებში , დაკოჟრილს შრომისგან ღამე ხარხარებს, ვიწვი გლოვისგან მე დასასრულის შიშით ვკანკალებ სიკვდილზე ჩურჩულებს მთოვარე ნამგალი სიკვდილი ქურდულად თვალში ჩაბუდდა თუ კუბოს ჩაწვა და აღარ დაბრუნდა უმისოდ ცხოვრებას მე არ ვაპირებ არ სძინავს სუიციდს ვით ტყეში ვამპირებს ეს დასასრულის არის აგონია სული წინასწარ საფლავს ჩამყოლია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი