უტაძრო უფსკრული ( ორკესტრი )


ფრენს ოკეანეს ჩემი სულის ნაზი ხომალდი
აზვავებული ტალღები ასკდება ცრემლად
შვიდი ვარსკვლავის იდუმალ მადლში
ცივ ოკეანეს სანთლები სერავს

სერავს სანთლები ცივ ოკეანეს
იწვის ზღვის ფსკერზე ვარსკვლავი მარჯნის
ლერწმის ანძები ქარით ტრიალებს
შემინდე ქარო , მოკვდავს ნუ დამსჯი

სულმიხდილი გალობა თაფლის კუბოებს
სიცოცხლეს ანდომებს, ატკბობს არყოფნას
და დაღონებულ პალმის რტოებში
სირცხვილით ნატანჯი სიკვდილი დაღოღავს !

დაქვრივებული მონაზონის ლოცვაც მაწვალებს
ზეცას გავარვარებულს ხომალდი ლერწმიანი
მონაზონის ფიქრია ტაძრების ნაცარი
ხომალდიც ფიქრია, სიკვდილზე ეჭვიანი

სახე სხივოსანი და მარადჟამული
 საპყრობილეა ღამე უდემონო
ვარ ქვრივი მონაზონი, ნატანჯი სასწაულით
მსურს ოკეანურ სიცოცხლეს ვემონო

მემუდარება თვით იაჰვე, ქნარებს მივენდო
მაყვლის ბუჩქების წვაში ისმის მისი ღაღადი
თავადაც არ ვიცი რისაკენ მივილტვი
დრაკულას ვამპირებმა ბრჭყალებით დამღადრეს

არ გახუნდება ჩემი ფრთები, დემონზე ტკბილი
მე ნესტოებში კვლავაც მიდგას სიცოცხლის სული
ქვრივი მონაზონი, ყველასგან განდეგილი
ვარ ანდროგენი, უტაძრო უფსკრული !

სინდისმა  ჩემმა უსპეტაკეს თოვლზე ანკარამ,
მთებში დამწყვდეულ მანფრედის მსგავსად
ყველა უკვდავი ჯოჯოხეთში ცივად ჩაყარა
რადგან გამგები ამ სევდისა არ არის არსად

ჩემს სიტყვებს  ვინაც იმარხავს სულში
არის ნეტარი ვით მთვარე დაისის
აჰა მოვდივარ ქვეყნად ღრუბლებით
ჩემი საყვირის ხმანი გაისმის

სპეტაკნი როგორც ქათქათა მატყლი
და თვალნი  ჩემნი ალი ცეცხლისა,
ღამე გველეშაპი მათრახებს მარტყავს
და სული ჩემი მიჰგავს ვერცხლისწყალს

 კლიტენი ჯოჯოხეთის, გაფრენა მერანის 
 ნეტავი მალე დაიმსხვარს ბორკილნი
და ამობრწყინდეს მზე ჩვილი ბავშვი
მძულს თესლი  აბრაამის, ღმერთივით ორპირი

სული ტაძარი მაღალ მიზნების
ამოუშრობი წყაროს სინაზე
ვიკინგი მგელი ზღვასავით ცისფერი
ვის ტანშიც ტყიური , ცეცხლებით ბზინავს მზე

 დაწყვეტილ სიმთა ხრწნილება 
აშერის გიტარას წააგავს მთვარიანს
ჩემი ხომალდი ქარიშხალს მინებდა
უარყო საფლავი, ბუნების გალია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი