მე და ალეკო
სოფლად თავისთვის ბალახს სძოვს ძროხა ბალახი ქარით ირხევა, ტოკავს მე და ალეკო მივდივართ მარტო თითქოს მზე ციდან რითმებად მათოვს სოფელი ისევ ისეთი არის ზაფხულის სიცხით უღონო, მკვდარი ძროხას დავცილდით, მოჩანს ნაძვები დრო მოვა ორივე საფლავში ჩავწვებით ერთმანეთს ვანდობთ საკუთარ ჭრილობას ვსაუბრობთ, ვიკლავთ მოწყენილობას ვაქირი ისევ ჩვენ არ გვშორდება თითქოს არც არვინ არ გველოდება მე და ალეკო სოფლად ვსეირნობთ და ერთმანეთით ვსუნთქავთ , ვზეიმობთ გაქრება ერთხელ ყოველი გულო წამით გაფრენა არ შეიძულო !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი