პიეტა
შვილივით დამტირის შემკრთალი პიეტა ღამეს მითენებს მთვარეში ჩამჯდარი ვერხვებს ტოტები ქარბუქში მიემტვრა პიეტას თვალები ლოცვად მაქვს გამჯდარი დედის საშოდან გამოყოლილ მარტოობაში მივიღებ საჭმელად დაფარულ მანანას სატანის სიღრმევ გემშვიდობები ვემშვიდობები ყველაფერს წარმავალს არ დაიქანცე ტვირთის ტარებით ? რასაც სიცოცხლეს უძახი, არქმევ სიცოცხლე ისედაც ძალიან მწარეა ამიტომ ყორანიც მოაჯდა სარკმელს ასე ჭურეელნი თიხისანი დაიმსხვრევიან ხალხი ამაოს ჭიანჭველანი შენ კი იცოცხლებ , თვალებს სნებიანს უთვალავ ვარსკვლავში გააფრენს მერანი! სხვებს დაეხშობათ გზა მისავალი შენ კი არასდროს, არა და არა ცისკრის ცრემლები, ძველი წამალი მოსჩქეფს ნაკადულად, მფარველი ძალა თვით მზეც დაიწვა გლოვაში იკარეს ლალისფერ კუბოში ჩაწვა ბებერი მზე სხვა სიცოცხლეს არ მიიკარებს იმეფებს ღამე დაულეველი რად მოიწყინე ველზე შავეთის მთვარე სარკეა მადევარ პიეტას გაფრინდა სარკმლიდან ყორანი, გაფრინდა და მიეძინა გადაღლილს იებთან ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი