ყაყაჩოს სისხლი


კვდება ყაყაჩო უნუგეშოდ ნელი წვალებით
ო, ნაადრევად დაბერებულ ჩემი სულივით
ცაში მთოვარეც იმუქრება გარდაცვალებით
და ყოველივე აზრიანის განადგურებით

შემოსწოლია გულს ნამქერი ურჩი სინაზის
ღრმა ძილით სძინავთ ჩემში ვარსკვლავებს
სხვა პლანეტებო თქვენი კარი რად დამირაზეთ?!
იალდაბუთი მალე წყევლით დამასაფლავებს

განა ყაყაჩოს მეტი უნდა, სისხლის გაყინვა
იგი ვერ გუობს არ შეუცვლელ სოდომს და გომორს
სძინავთ ვარსკვლავებს, ღრმად ჩემში სძინავთ 
ვარსკვლავთ სიზმრებში უკვდავად ვცხოვრობ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი