მზისგან დევნილი
მზისაგან დევნილი ვარსკვლავნი მისცემიან ფიქრებს შავნაღვლიანს მეც ფიქრებს გავყევი მარტოდშთენილი სიცოცხლევ, როგორ, როგორ დავღლილვარ იკარეს ვტიროდე მზისაგან დევნილი სიმღერა ჩემი მომაკვდავი დღეების სრბოლას მიყვება როგორც ბეღურა ზამთარს სისხლი მდუღარი არ შეწყვეტს ბრძოლას ვარსკვლავს გაყვება ღამეში ჩამდნარს შავეთის წყალთა გადაღმა ვიფრენ როგორც არწივი ფრთებმომნუსხველი ვარამს შევჩივლებ ვაჟას ხმელ წიფელს ვარ სევდა ტყეებს დაკარგულ შველის მძლეველი სისპეტაკით მოსილი ივლის გადმოგაფურთხებ ბაგეთაგან სიკვდილის ცელო შიში გაქრობის, მუდმივი ძილის მინდა დიადი სიცოცხლით ვწყევლო !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი