ცის შვილის სევდა
მთოვარე ღამის საზრდოს მისტიურს დემონებისგან გამოწოვილ ცეცხლოვან ცოდნას მე მიზიარებს სიხარულს ციურს ო როგორ მიყვარს მასთან განდობა საფლავად ქცეულ დედამიწის ვნება, სიზმარი ვარ აპოკალიპსი პოეტის სისხლით ვიწვი მუსიკით, არა მაქვს ზღვარი მაწვალებს მარტოდ სიკვდილის ზიზღი დრო სულს თანდათან არყოფნას აჩვევს ჭამს ყოველივივეს ვით ჩვილს კრონოსი დრო ცელით სდევნის მის მძლეველ ბავშვებს და ემალება ცის ცეცხლს სოროში მონასტრის ნაცვლად ოფელია მდინარემ შთანთქა თვითმკვლელი სისხლი მიხურს თვალებში უჭკნობ სილამაზით გვირგვინის დადგმა არის ურთულესი ცხოვრების ღამეში ჩემთვის ლექსია ფრთები ვეება არაფრად მიღირს ურვა და ტანჯვა ვით იაკობი ღმერთს ცად შეება და ეს ტკიცილი სახსოვრად დარჩა მეც ცასთან ბრძოლის ტკივილით ვმღერი თავი შევწირე თვით სილამაზეს ჩემს სასაფლაოს არ მოვა მტვერი მე ცის წიაღში დავიბინადრებ მზე თვალახვეულს მოჰგავს კუპიდონს ის ბრმაა მე კი უბიწო ტრფობა სისხლით დაწრილ ხელოვნებას მიწაც დაინდობს მისთვის არსებობს თავად არყოფნა ! ასეთი არის ცის შვილის სევდა ვინაც გაბედა დროის მკვლელობა ვით უკანასკნელ სიმღერას გედის არ მსურს სიკვდილის შავი მძევლობა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი