მოკვდავის ჯვარი


მოკვდავის ჯვარი

მე მოსვენება მწყურია ძლიერ
დამემსხვრა რწმენა ყველა ცის კერპის
გაქრა ბავშვობა, სიცოცხლით მშიერს
ცა მიხაროდა, ქარბუქი ცელქი

თიხის ჭურჭელის ყველა ნიღაბი
არს სასაცილო თუ არ უარეს
ვერ მაიძულებთ მიწა მიყვარდეს
ჩემში ვაბორგებ ეტნას მხურვალეს

დრო დადგა  სევდა იქცეს მალამოდ
და ჯიოკონდას ღიმილი ვჭამო
ზაფხულის სიზმრით სული გავნაბო
თუნდ ქრისტე ხალხმა ჯვრად გაატყაოს

ცა მიხაროდა, ცელქი ქარბუქი
და როიალთან ოხვრა თითებით
სიმღერავ ძველო წასულხარ უკვე
შენსკენ მე ლოცვით გამოვფრინდები

გაშეშებული მთები მისმენენ
მაქციის კბენით კანკალმორეულს
სიცოცხლე თავად არის სირცხვილი
თუ არ მიილტვი გრძნობებს, შორეულს

მოწამლა მთვარე ჰამლეტის წყევლამ
და მუცლად იღო ცამ ნიჰილიზმი
და შემზარავი სტროფების წერამ
უსევდო ხალხის მასწავლა ზიზღი

მთვარის სონატა როიალს ეცა
და ტანკენარი ტირიფი ტირის
თითქოს მუსიკამ მზე ცეცხლზე შეწვა
და შეაჩვია მოკვდავის ტკივილს

ტირიფი ტირის, ტყეც ტირიფს მიჰყვა
და გამორეკა შარაზე მგლები
ზარები რეკავს, ზარები რეკავს
სიცოცხლევ ტკბილო რა მალე ქრები

სანთელი დნება, მივლის ჟრუანტელს
ვით ბელა ტარის შავ - თეთრი კინო
არ შეეგუოს, არ შეეგუოს
ვნებამ ამბოხის არ დაიძონოს

სად გაქრა ქარი, ქიმერამ ყლაპა
სად გაქრა ქარი, სად გაქრა ქარი
ჩემს სარეცელზე თვალს ჩუმად ვნაბავ
და ვკვნესი, ვკნესი ვით მომაკვდავი

გასწიე ეტლო, რაშებო  სწრაფად
შორს, მითიური საათი დადგა
ზარები რეკენ, ზარები რეკენ
და ქარიც ფიქრში დადუმდა, ჩადგა ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი