უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს
უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს მე მარტოობას ანათი ვძლიე მზე მაწანწალა ძაღლის ლეშია უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს ბნელი ტყეების მაგია მშია ცის ანგელოზნი ღამეს მითევენ როგორც ისააკს დანამიდებულს უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს და იობივით გადაფითრებულს მეშინის კუბოს და მყრალი ჩონჩხის ღამე ვარსკვლავებს აჩენს შიშიდან უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს მწველ ლაკრიმოსას ძალა მიზიდავს მე მაპატიოს ცრემლები ანამ ვარსკვლავზე ნაზმა, ბინდის ფერიამ უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს ზამთრის ჩიტივით მომიწყენია ბედი ამაზრზენ ცხოველს მიაგავს სამტროდ მღვიძარე გველეშაპს ეშვით უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს მთვარესაც სძინავს მომწყვდეულს ხეში რისთვის მოვედით ამ ქვეყნად ანა თუ ფანტელივით სიცოცხლეც ქრება უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს მე ხელოვნების მაწამებს ვნება სიზმრის ზარებში ტარკოვსკის სარკე ჩაბუდებულა თითქოს იმედად უსიყვარულო ქვეყნისგან დაღლილს დასაბადებლად რამ გამიმეტა ? !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი