პალმის რტო
საღამოს სიო პალმის ხანჯალის გულს ესალბუნა მკვდარს და გადაღლილს და ოფელია წყალში დამხრჩვალი წააგავს მთვარით დაკბენილ ვამპირს გულში წყლულია ნაღველს მორჩილი მინდა შავ ფერში ვხატო დიდება სვანეთის ტყეში ლილეს ქორწილი ტყის ფრინველებთან ცეცხლად ინთება ანა გეძინოს ვარსკვლავად ცაში უკვე ახლოს ხარ, მალე ბრუნდები ზაფხულის სიზმრად, ვარსკვლავთცვენაში ტყეს შეესივივნენ ირმის გუნდები მე ბედისწერას როდი ვემდური უცხო ცის შვილი, ლექსის მჭედველი თვითონ სამყარო არს უბედური და ხელოვნება ყოვლისმხედველი არის ნუგეში , არის გაქცევა მზეს დავეძებდი , მზე მე მეძებდა რომ სიბნელისთვის თავის დაღწევა პარნასის მთებში ლექსად მეჭედა ბედმა ცის ღმერთებს არ ამარიდა ჩემი სიზმრები უარყოფს მიწას და მკვდრეთით აღმდგარი ცივი სამარიდან იესოს სისხლი ყივის და მიცავს მთვარეს დაეწყო ღამე სისხლდენა და შავი მიწა ლალისფრად ღება არ გეცოდებად პოეტი მტვერად თუ მიწა მართლაც ყველაფრით ძღება ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი